სამდღიანი ველოტური ყაზბეგში

Описание тура

ყაზბეგი საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე მთიანი რეგიონია სადაც შეხვდები მწვერვალებს რომლის სიმაღლე უმეტეს შემთხვევაში სცდება 3000 მეტრს. ერთერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი მწვერვალი მყინვარწვერია რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 5054 მეტრია. აქაურობა იზიდავს ყველა სამთო ველომოყვარულს რადგან მთის ველოსიპედით მოგზაურობა ნამდვილი გამოწვევაა რთული რელიეფის გამო. აქ ველომოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ სამ სეზონზე. გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.

საბერწეს უღელტეხილი: დილის 7:30 სთ_ზე გერგეთის სამებამდე ავდივართ ავტომობილით . 10 წუთიანი მომზადების შემდეგ ფეხით მივემგზავრებით საბერწეს უღელტეხილისკენ, გზით რომელზეც უნდა დავეშვათ. გზა საკმაოდ რთულია განსაკუთრებით ველოსიპედით. ამიტომ მიგვაქვს მინიმალური ტვირთი. ძირითადად საკვები  წყალი და ველოსიპედისთვის საჭირო აქსესუარები. დაახლოებით 3 საათიანი მსვლელობის შემდეგ მოვექცევით უღელტეხილის წვერზე და შევისვენებთ 15 წუთი. აქ თქვენს წინ გადაიშლება საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი მწვერვალის მყინვარცვერის ხედები. დაშვებისას დაგჭირდება განსაკუთღებული კონცენტრაცია უსაფრთხოებისთვის რადგან აღმართები რომლებსაც დაძლევთ საკმაოდ გამოგაცლით ძალღონეს. ჩამოვივლით საბერწეს ქედებს და შევისვენებთ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე გერგეთის სამებასთან. მოვინახულებთ ამ შესანიშნავ კულტურულ ძეგლს რომელიც თარიღდება მეოთხე საუკუნით. აქედან კი ისევ ველოსიპედებით  ვეშვებით საცალფეხო ბილიკით რომელიც გარს უვლის  ტაძარს და ეშვება სტეფანწმინდაში.

ველოსიპედით დასაფარი მანძილი 7 km

გზის სირთლე:  რთული

ტურის უმაღლესი წერტილი 2940 მ

 

ჯუთა და ჭაუხის უღელტეხილი: მივემგზავრებით სოფელ სნოში საიდანაც დაიწყება ველო მსვლეობა ჯუთამდე სადაც შევისვენებთ, ჯუთადან კი უღელტეხილის მიმართულებით მოგიწევთ ფეხით დალაშქროთ 4 კმ რათა შეძლო ულამაზეს ბილიკებზე დაშვება. ავალთ ამ ტურის უმაღლეს წერტილზე(ზ.დ. 2191 მ)  და გრუნტის ბილიკებზე ალპური მთების ხედების ფონზე ვეშვებით ჯუთას მიმართულებით ბილიკების დასრულების შემდგომ გადავდივართ გრუნტის ძველ სამანქანო გზაზე. ტური  დასრულდება სოფელ სნოში, 

ველოსიპედით დასაფარი მანძილი: 25 km
გზის სირთლე: საშუალო
ტურის უმაღლესი წერტილი: 2590 მ

თრუსოს ხეობა:  ინსტრუქტაჟის შემდეგ წესების დაცვით დაბა კობიდან მივემგზავრებით უღელტეხილის გავლით (ზ.დ. 2379 მ) თრუსოს ხეობაში ალპური მთების ხედების ფონზე ზაქაგორის ციხის მიმართლებით. ტური მიმდინარეობს გრუნტის უსწორმასწორო გზაზე, რომელზეც გარკვეულ მომენტში ნაშალი კლდის ქვიანი მონაკვეთები გვხვდება. ასევე გადავლახავთ პატარა მდინარეებს. გზად გავივლით და შევისვენებთ ტბასთან, აბანოს ნანგრევთან, დედათა მონასტერთან და ასსევე ზაქაგორის ციხესთან მესაზღვრეების პუნქტთან.  იგივე გზით  ვბრუნდებით კობში დღის დასასრულს  ჩავდივართ დაბა სტეფანწმინდაში.

ველოსიპედით დასაფარი მანძილი 30 კმ

გზის სირთლე: საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი: 2379 მ ზღვის დონიდან

მოსანახულებელი კულტურული და ბუნების ძეგლები: ტრავერტინები, კეტრისი, აბანოს ნანგრევი, დედათა მონასტერი, ქასარას კანიონი, ტბა, ზაქაგორის ციხე

ფოტოები
ფასი:

1,800 / ერთ ადამიანზე

ტურის ტიპი

ველოტური

ტურის უმაღლესი წერტილი

2940 მ

ხანგრძლივობა

3 დღე

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთი

მანქანით გასავლელი მანძილი

150 კმ

ფეხით დასაფარი მანძილი

8 კმ

სეზონი

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა

ვიდეო
Дополнительная информация

ტურის განრიგი

დღე 1 შეხვედრა აეროპორტში, ველოტური თბილისს ახლომდებარე ბილიკებზე

დღე 2 საბერწეს უღელტეხილის დალაშქვრა და დაშვება სტეფანწმინდისკენ.

დღე 3  სნოდან  ჯუთაში ასვლა ჭაუხის უღელტეხილის ძირამდე და დაშვება

დღეგამგზავრება ყაზბეგიში ( კობში ) თრუსოს ხეობის ველოტური

გამოცდილება

ყაზბეგის სამ დღიანი ველოტური მოიცავს სხვადასხვა სირთულის ტურებს რომელიც მიმდინარეობს ალპურ ზონაში სადაც ამინდი დღის განმავლობაშ ხშირად იცვლება, შესაბამისად ველომოგზაური როგორც ტექნიკურად ასევე ფიზიკურად მომზადებული უნდა იყოს. თუ თრუსოს ხეობის ნამდვილი ჯირითით მოვლა შეგიძლია თავის სიმარტივის გამო,  ამას ვერ გააკეთებ ჯუთაში რადგანა აქ უკვე გრუნტის საფეხმავლო ბილიკებზე გიწევს გზების გაკვლევა რათა აღმოჩნდე სწორ და მეტნაკლებად მარტივ  გზებზე, რომ მიიღო ნამდვილი დაშვების სიამოვნება. საბერწეს ველოტური კი ნამდვილი გამოწვევაა სამთო ველო მოყვარულებისთვის რადგან  მოითხოვს როგრც განსაკუთრებული ფიზიკურ მომზადებას ასევე  ტექნიკურად რთულად დასაშვებ გზებზე დაშვების გამოცილებას . დასკვნა ველო მოგზაური ამ სამი დღისთვის როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად გამოცდილი უნდა იყოს.

 

ტურისთვის შესაფერისი ველოსიპედის ტიპები  : ENDURO,  MTB hardtail, XC

სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

 

 

 

ტურში შედის:
В тур не входит:
  • ტრანსპორტირება
  • Услуги гида
  • ველოსიპედებით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი)
  • სასტუმრო
  • еда
Необходимые предметы для тура:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 1
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
ტურში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • Услуги гида
  • ველოსიპედებით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი)
В тур не входит:
  • სასტუმრო
  • еда
Необходимые предметы для тура:​
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 1
ახლომდებარე სასტუმროები
სასტუმროს ტიპი:

კოტეჯი

რეგიონი:

საგურამო

სასტუმროს ტიპი:

საოჯახო სასტუმრო

რეგიონი:

ხევსურეთი

დაჯავშნა