Проигрывать видео

ჩვენ შესახებ

„Georgian Extreme Ways” 2012 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად ავითარებს ქართულ ექსტრემალურ ტურიზმის.

GXW-ს ძირითადი საქმიანობაა საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და საინტერესო ტურების დაგეგმვა და განხორციელება. ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება და საზოგადოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე აფართოვებს მომსახურების არეალს.

ჩვენი მისიაა, ხარისხიანი მომსახურების გაწევით, მომხმარებლებს მივანიჭოთ ექსტრემალური შეგრძნებებითა და საქართველოს უნიკალური მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოწვეული შეგრძნებები.

 ჩვენი მიზანია ვასოცირდებოდეთ საიმედო მეგობართან და გამოცდილ პარტნიორთან. ამავე დროს, მომხმარებლებისთვის, ჩვენი კომპანიის სახელი გვსურს იწვევდეს – მძაფრი და ექსტრემალური გართობის შეგრძნებებს და პოზიტიური განწყობისა და სასიამოვნო დასვენების სურვილს.

კომპანიას უკვე 10 წელზე მეტია წვლილი შეაქვს საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებასა და ბუნებრივი პოტენციალის რესურსების ათვისებაში.

კომპანიის ამოცანაა ტურისტებს შესთავაზოს კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე, ექსტრემალური სპორტით განტვირთვა, დაიკავოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ამ სფეროში და მოიცვას მომსახურების სრული სპექტრი.

ჩვენი მომსახურება ვრცელდება ორგანიზაციებსა და ცალკეულ ინდივიდებზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს.
მოზარდები 15 წლიდან ზემოთ საჭიროებენ მშობლის ნებართვას.

შემატე შენს ცხოვრებას მეტი ექსტრემი და გაატარე დღე „Georgian Extreme Ways”-თან ერთად!

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *