3 დღიანი ველოტური ხევსურეთში

Описание тура

ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მთიან რეგიონში რომელთა მწვერვალები არ ჩამოუარდება 2500 მეტრს. გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით, ტრადიციებით და კულინარიით.  ასევე მკაცრი კლიმატით   და ულამაზესი ბუნებით . როგორც მთიან რეგიონებს შეეფერება მოგზაურობა აქაც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ხევსურეთი იძლევა საშუალებას როგორც gravel, mtbcrosscountry  ასევე mtbtail, allmountain, enduro _ს ტიპის ველოსიპედებისთვი შესაფერისი ტურების მოწყობას.

1.  დათვისჯვრის უღელტეხილი (2677მ) და დაშვება შატილში, მუცო.

დედაქალაქიდან   2:30_სთ გზავრობის შემდეგ მოვექცევით უღელტეხილის წვერზე საიდანაც იწყება ჩვენი ველოტური. პირველი დაშვება 18 კმ_იანი მონაკვეთი გრუნტის სამანქანო გზა 80% დასაშვებ გზაზე. შევდივართ შატილში და ვაწყობთ დიდ შესვენებას სადაც საშუალება გექნებათ წაიხემსოთ.  მივემგზავრებით ველოსიპედებით მუცოს 14_ კმ_იან გრუნტის ისევ საავტომობილო გზაზე და ვათვალიერებთ ამ ღირსშესანიშნაობას. იგივე გზით ვბრუნდებით  შატილში და ვბანაკდებით.  აქ შეგიძლიათ საფუძვლიანად დაათვალიეროთ  შატილის კოშკები დამიმდევარე ტერიტორია. 

ველოსიპედით დასაფარი მანძილი 36 კმ

გზის სირთლე:  ფიზიკურად მარტივი, ასევე ტექნიკურად მარტივი

ტურის უმაღლესი წერტილი 2677 მ

2. დათვისჯვრის უღელტეხილი, როშკა

დღე მეორე . ავტომობილით დავძლევთ უღელტეხილის 18 კმ_იან მონაკვეთს სადაც მოვემზადებით და  მწვერვალიდან დავეშვებით სოფელ როშკის მიმართულებით. გრუნტის ფართო გზაზე დშვებისას  უნდა უფრთხილდეთ მკვეთრ მოსახვევებს რადგან სერპანტინებით ვეშვებით ხოლო მეორე ეტაპზე გზა მიუყვება ხევს და კლდეებს. სიფრთხილე აქ უმთავრესია. გზის მესამე ეტაპი აღმართის დაძლევაა სოფელ როშკამდე სადაც დავბანაკდებით.

ველოსიპედით დასაფარი მანძილი 22 კმ

გზის სირთლე:  ფიზიკურად საშუალო, ტექნიკურად საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი 2677 მ

3. აბუდელაურისფერადი ტბები, ჟნვალის წყალსაცავი.

დილიდან შევუდგებით აბუდელაურებისკენ მიმავალ ჯერ სამანქანოს ხოლო შემდგომ საცალფეხო ბილიკს. ტბები მდებარეობს მწვერვალის  ქვედა კალთებზე რომლებიც კლდის მასივებითაა შემორტყმული და ქმნის ეპიკურ პეიზაჟებს. სამი ტბა რომელიც სხვადასხვა ფერით გამოირჩევა ერთმანეთისგან თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს. თუ ამინდმა გაგვიმართლა და დროც საკმარისი გვქონდა მოვინახულებთ სამივეს და დავეშვებით უკუ მიმართუოლებით საცალფეხო ბილიკზე შემდეგ სამანქანო გრუნტის გზაზე და ბოლოს ჟინვალის წყალსაცავამდე საგზატკეცილო გზით დავასრულებთ ტურს სფ. ჩინთში. 

ველოსიპედით დასაფარი მანძილი 70 კმ

გზის სირთლე:  ბიზიკურად და ტექნიკურად საშუალო.

ტურის უმაღლესი წერტილი 2814 მ

ფოტოები
ფასი:

1,800 / ერთ ადამიანზე

ტურის ტიპი

ველოტური

სირთულე

მარტივი

ტურის უმაღლესი წერტილი

2677 მ

ხანგრძლივობა

2 დღე

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთი

მანქანით გასავლელი მანძილი

140 კმ

ველოსიპედით დასაფარი მანძილი

130 კმ

სეზონი

ზაფხული შემოდგომა

ვიდეო
Дополнительная информация

ტურის განრიგი

დღე 1 შეხვედრა აეროპორტში და სასტუმროში განთავსება.

დრე 2 დათვისჯვრის ურელტეხილი, შატილი, მუცო შტილი.

დღე 3 დათვისჯვრის ურელტეხილი როშკა.

დღე 4 აბუდელაურების ტბები, ჟინვალის წყალსაცავი, ჩინთი.

 

გამოცდილება

ტურის ფიზიკურად და ტექნიკურად არის ძალიან მარტივი საშუალო დონის ველომოგზაურისთვის. ჩვენ გთავაზობთ გრუნტის სამანქანო გზაზე ტურებს სადაც თითქმის ყველა გამოცდილების ველომოყვარული შეძლებს მოგზაურობას რადგან ჩვენ ტურები დაგეგმილი გვაქვს ძირითადად ისე რომ შემაღოლებულ ადგილებს დავძლევთ 4X4 ავტომობილებით რათა მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს. გზად  შეგხვდებათ ულამაზესი კულტურული ძეგლები ნასახლარები, წიწვოვანი ტყეები, ცხვრების ფარები რომელსაც შემოდგომამდე აძოვებენ მეცხვარეები მთაში.

Описание тура

 

 

 

ტურისთვის შესაფერისი ველოსიპედები:   gravel, mtbcrosscountry  ასევე mtbtail, allmountain, enduro

სეზონი: ზაფხული, შემოდგომა.

ტურში შედის:
В тур не входит:
  • ტრანსპორტირება
  • Услуги гида
  • ველოსიპედებით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი)
  • სასტუმრო
  • еда
Необходимые предметы для тура:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 1
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
ტურში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • Услуги гида
  • ველოსიპედებით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი)
В тур не входит:
  • სასტუმრო
  • еда
Необходимые предметы для тура:​
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 1
ახლომდებარე სასტუმროები
სასტუმროს ტიპი:

კოტეჯი

რეგიონი:

საგურამო

სასტუმროს ტიპი:

საოჯახო სასტუმრო

რეგიონი:

ხევსურეთი

დაჯავშნა