ველოტური არხოტის უღელტეხილზე

Описание тура

საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთი, კავკასიონის ქედები, განსაკუთრებული ადგილობრივთა წეს ჩვეულებები, კულინარია და უძველესი ინფრასტრუქტურა. ეს ხევსურეთია საქართველოს ერთერთი მარგალიტი.  დედაქალაქიდან 130 კილომეტრში დაახლოებით 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მოვექცევით საქართველოს ერთერთ ყველაზე მაღალ არხოტის უღელტეხილზე 2970 მეტრზე. აქედან იშლება საქართველოს კავკასიონის ხედები. მომზადების და ინსტრუქტაჟის შემდეგ ვიწყებთ დაშვებას სოფელ როშკას მიმართულებით ულამაზესი ჭაუხებების მწვერვალების ფონზე. დაშვება ფართო გრუნტის საავტომობილო გზაზე საშუალებას იძლევა შედარებით მაღალი სიჩქარით ვისიამოვნოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მჭრელი ქვები და სერპანტინებთან არსებული ხევები. ჩავივლით სოფელ როშკას და მის მომდევნო ექსტრემალურ სერპანტინებს. აქ გზა განსაკუთრებით უსწორმასწოროა და მეტი სიფრთხილე გმართებთ. შემდეგ გადავდივართ ასფალტის გზაზე და ტურის სამთო ველოტურიდან ინაცვლებს საგზატკეცილო ტიპის ტურზე სოფელ  თვალივამდე. აქ დაგხვდებათ ჩვენი ტრანსპორტი რომელიც უზრუნველყოფს თქვენს დაბრუნებას შეკრების ადგილამდე.

განრიგი

გრაფიკი მოცემულია დაახლოებით, რადგან  მაინც დამოკიდებულია ჯგუფის გადაადგილების სიჩქარეზე.

12:20 სთ არხოტის უღელტეხილი (2970)მ

13:00 სთ სოფელი როშკა (შესვენება)

14:30 სთ სოფელი კორშა

16:00 სთ ჩარგლის გადასახვევი (შესვენება)

18:00 სთ სოფელი თვალივი (ფინიში)

სირთულე: ტექნიკური 5/10 ბალი , ფიზიკური 6/10 ბალი

გამოცდილება

ველო მოგზაური ამ ტურისთვის საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდეს ველოსიპედს, რომ გაუმკლავდეს უსწორმასწორო გრუნტის გზებს და მკვეთრ მოსახვევებს. ასევე დიდია რისკი მოულოდნელად მჭრელმა ქვებმა დაშვებისას საბურავი გახეთქოს, რისთვისაც უნდა იყოთ მზად რათა გაუმკლავდეთ ამ მომენტს მოხერხებულად.

 

ფოტოები
ფასი:

170 / ერთ ადამიანზე

ტურის ტიპი

ველოტური

სირთულე

საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი

2970 მ

ხანგრძლივობა

1 დღე

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთი

მანქანით გასავლელი მანძილი

130 კმ

ველოსიპედით დასაფარი მანძილი

40 კმ

სეზონი

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა

ვიდეო
Дополнительная информация

რეკომენდაციები

მანამ სანამ აქ ტურს დაგვიკვეთავთ აუცილებლად შეარჩიეთ კარგი ამინდი. ამ  მოგზაურობისთვის გაითვალისწინეთ მაღალი მთის მოულოდნელი ამინდის ცვლილებები და შეიმოსეთ სათანადოდ. მაღალ მთაში ზაფხულშიც კი  ამინდის გაუარესების შემთხვევაში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ხოლო მოწმენდილი ცის პირობებში აუცილებელია მზის სხივებისგან დაცვაა აუცილებელი, რათა დამწვრობამ არ შეგიქმნათ  მომავალში დისკომფორტი. მოემზადეთ მკვეთრი და უსწორმაწორო გზებზე დაშვებისთვის. ამ დროს კონცენტრაცია ყველაზე მნიშვბელოვანია.

ველოსიპედი MTB xc, ENDURO უკიდურეს შემთხვევაში GRAVEL

სამოსი მაქსიმალურად ადაპტირებული მკაცრ და ცვალებად პირობებთან (საქარე, საწვიმარი)

ფეხსაცმელი ადაპტირებული მთასთან ან სპორტულ აქტივობასთან, უმჯობესია საველოსიპედიო მთის

 საკვები საველე პირობებში გამოსადეგი მშრალი და მყარი თქვენთვის მისაღები და საჭირო კალორიული საკვები. სასმელი წყალი 1 ლიტრამდე.

სეზონი ივნისიდან ოქტომრის შუა რიცხვებამდე

ტურში შედის:
В тур не входит:
  •  ველოსიპედით უზრუნველყოფა
  • მიკროავტობუსით მომსახურება
  •  დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
  •  ინსტრუქტორის ( გიდის ) მომსახურება
  •  თქვენი ველოსიპედებისთვის კომფორტული ველომზიდით ველოსიპედების ტრანსპორტირება
  • еда
  • მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
  • დამატებითი ატრაქციების და შეთავაზებების საფასური
Необходимые предметы для тура:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 6
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • სათადარიგო კამერა
  • საწვიმარი ლაბადა ან წყალგაუმტარი ქურთუკი
  • მსუბუქი მთაში სასიარულოდ გამოსადგი ფეხსაცმელი
  • მშრალი საველე პირობებისთვის გამოსადეგი საკვები
  • მინი აფთიაქი, პირველადი დახმარებისთვის
ტურში შედის:
  •  ველოსიპედით უზრუნველყოფა
  • მიკროავტობუსით მომსახურება
  •  დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
  •  ინსტრუქტორის ( გიდის ) მომსახურება
  •  თქვენი ველოსიპედებისთვის კომფორტული ველომზიდით ველოსიპედების ტრანსპორტირება
В тур не входит:
  • еда
  • მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
  • დამატებითი ატრაქციების და შეთავაზებების საფასური
Необходимые предметы для тура:​
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • სათადარიგო კამერა
  • საწვიმარი ლაბადა ან წყალგაუმტარი ქურთუკი
  • მსუბუქი მთაში სასიარულოდ გამოსადგი ფეხსაცმელი
  • მშრალი საველე პირობებისთვის გამოსადეგი საკვები
  • მინი აფთიაქი, პირველადი დახმარებისთვის
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 6
ახლომდებარე სასტუმროები
დაჯავშნა