ველოტური ალგეთის ეროვნულ პარკში
Описание тура
თვალ უწვდენელ ველები, მთის მწვერვალებზე გამავალ უძველეს სავაჭრო საქარავნე გზები, ბუნებრივად შექმნილი კლდის ეპიკური კარიბჭე და დერეფნები, რომლებიც ტიტანების სამყოფელს მოგაგონებთ. მოგზაურობა საქართველოს ერთერთ ულამაზეს დაცულ ტერიტორიაზე, ეს ალგეთის ეროვნული პარკია. ტური ვითარდება პარკის თითქმის მთელს ტერიტორიაზე ულამაზესი ხედების ფონზე. საშუალება მოგეცემათ დატკბეთ საქართველოს ორი რეგიონის (შიდა და ქვემო ქართლის) ხედების ნახვით, რადგან მოგზაურობა მათ გამყოფ ქედებზე მიმდინარეობს. მოინახულებთ სოფელ ნამტვრიანს რომელიც შუაგულ ტყეში მდებარეობს. აქ შეგეძლებათ ადგილობრივ სამზარეულოს დაგემოვნოთ სადაც მასპინძლობას ქალბატონ თინა წიკლაური გაგიწევთ. მოგზაურობა შერეულ (წიწვოვან და ფოთლოვან) ტყეში გრუნტის უსწორმასწორო გზებზე მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მთთვის ვინც გატაცებულია სამთო ველომოგზაურობით. ტურშის განმავლობაში მოგიწევთ დალაშქროთ ქედების მწვერვალები და განახორციელოთ დაშვებები რომლის ერთობლიობაც თავგადასავალის და მძაფრი შეგრძნებების ერთობლიობას ქმნის.
ტურის განრიგი
გრაფიკი მოცემულია დაახლოებით, რადგან მაინც დამოკიდებულია ჯგუფის გადაადგილების სიჩქარეზე.
11:00 სთ სოფელი ჩოლმანი
12:00 სთ კლდეკარის კლდის კარიბჭეები
15:00 სთ სოფელი დიდ ნამტვრიანი
18:00 სთ მანგლისი
სირთულე
ტექნიკური 4/10 ბალი , ფიზიკური 6/10 ბალი
გამოცდილება
მთაში გრუნტის უსწორმასწორო გზებზე, სადაც რელიეფს კლდოვანი, დამრეცი და მიხვეულ მოხვეულია, ველომოგზაურის მთაში მოგზაურობის გამოცდილებას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ტური არ გამოირჩევა განსაკუთრებულად სახიფათო ექსტრემალური მონაკვეთებით რაც საშუალებას აძლევს დამწყებ სამთო ველომოყვარულსაც თამამად სცადოს ბედი ამ ბილიკზე.
ფოტოები
₾195 / ერთ ადამიანზე
ტურის ტიპი
ველოტური
სირთულე
საშუალო
ტურის უმაღლესი წერტილი
1956 მ
ხანგრძლივობა
1 დღე
რეგიონი
ქვემო ქართლი
მანქანით გასავლელი მანძილი
104 კმ
სეზონი
ზაფხული შემოდგომა
ვიდეო
Дополнительная информация
რეკომენდაციები
გამომდინარე იქიდან, რომ ტურის 80% მიმდინარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის ზემოთ, გასათვალისწინებელია მთისთვის დამახასიათებელი ცვალებადი ამინდი და კლიმატური პირობები. შესაბამისად უნდა მოემზადოდ შესაფერისად, როგორც განწყობით ასევე აღჭურვილობით.
ველოსიპედი MTB xc, ENDURO, GRAVEL
დამცავი აღჭურვილობა ველოსიპედის ჩაფხუტი და სასურველია სამუხლე
სამოსი მაქსიმალურად ადაპტირებული მკაცრ და ცვალებად პირობებთან (საქარე, საწვიმარი)
ფეხსაცმელი ადაპტირებული მთასთან ან სპორტულ აქტივობასთან, უმჯობესია საველოსიპედიო მთის
საკვები საველე პირობებში გამოსადეგი მშრალი და მყარი თქვენთვის მისაღები და საჭირო კალორიული საკვები. სასმელი წყალი 1 ლიტრამდე.
✔️ ველოსიპედით უზრუნველყოფა
✔️ მიკროავტობუსით მომსახურება
✔️ დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
✔️ ინსტრუქტორის ( გიდის ) მომსახურება
✔️ თქვენი ველოსიპედებისთვის კომფორტული ველომზიდით ველოსიპედების ტრანსპორტირება
- еда
- მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
- დამატებითი ატრაქციების და შეთავაზებების საფასური
- ველოსიპედი
- დამცავი აღჭურვილობა
- სათადარიგო კამერა და ნასოსი
- სამოგზაურო სამოსი
- საწვიმარი ლაბადა
- გამოსაცვლელი სამოსი
- მინი აფთიაქი
- საკვები
- წყალი
✔️ ველოსიპედით უზრუნველყოფა
✔️ მიკროავტობუსით მომსახურება
✔️ დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
✔️ ინსტრუქტორის ( გიდის ) მომსახურება
✔️ თქვენი ველოსიპედებისთვის კომფორტული ველომზიდით ველოსიპედების ტრანსპორტირება
- еда
- მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
- დამატებითი ატრაქციების და შეთავაზებების საფასური
- ველოსიპედი
- დამცავი აღჭურვილობა
- სათადარიგო კამერა და ნასოსი
- სამოგზაურო სამოსი
- საწვიმარი ლაბადა
- გამოსაცვლელი სამოსი
- მინი აფთიაქი
- საკვები
- წყალი