თავკავთა, საფეხმავლო ტური

Описание тура

მოკლე მანძილებზე სალაშქრო ტურის მოყვარულებს, გვინდა შემოგთავაზოთ საფეხმავლო ბილიკი საქართველოს ისტორიულ და ულამაზეს ხეობაში რომელსაც კავთურის ხეობას უწოდებენ. მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში (შიდა ქართლში) გამოირჩება ულამაზესი მდინარის კალაპოტით, შერეული წიწვოვანი და ფოთლოვანი  ტყით და ისტორიული ძეგლებით. გზად მოგხიბლავთ სალი კლდეების ხედები რომელიც ბილიკს ახლავს. ამ ხეობას ასევე სტუმრობენ კანიონინგის მოყვარულები რადგან, მდინარე გამოირჩევა მცირე და საშუალო ზომის  ჩანჩქერების სიმრავლით. რაც მთავარია  ამ მოგზაურობაში გამორჩეულ კულტურულ ძეგლებს შეხვდებით. ეს ყველაფერი ერთად კი თავზ განსაკუთრებით ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაგრძნობინებთ.

ტურის პარამეტრები

სირთულე: მარტივი ან საშუალო. დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ მონაცემებზე

მინ. სიმაღლე: 950 მ

მაქ. სიმაღლე: 1336 მ

ხანგრძლივობა: 6 სთ

ვერტიკალური აღმასვლა: მკვეთრი 650 მ

ვერტიკალური დაღმასვლა: მკვეთრი 650 მ

მარშრუტი

თბილისიდან გავემგზავრებით სოფელ წინარეხის მიმართულებით. აქედან იწყება  ისტორიული მოგზაურობა. მოვინახულებთ მაღალაანთ კოშკებს  (1679წ).  გზას განვაგრძობთ სატრანსპორტო საშუალებით. დაახლოებით 2 კილომეტრში  ვიწყებთ საფეხმავლო ტურს თავკავთის ეკლესიის მიმართლებით.  გზად შეგხვდებათ უძველესი სოფელი პარეტისს საიდანაც უკვე საფეხმავლო ბილიკზე  მოგვიწევს მდინარის თანხლებით მოგზაურობა. მხედველობაში უნდა გვქონდეს რომ მოგვიწევს მინიმუმ ერთხელ მდინარის გადაკვეთა. მდინარე მცირე ზომისაა რაც გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ გადავკვეთოთ. მომდევნო მონაკვეთი მკვეთრი აღმასვლით გრძელდება რაც საბოლოდ მოგვიყვანს დანიშნულების ადგილას, თავკავთის ეკლესიასთან. თარიღდება მეცამეტე საუკუნით. კლესიასთან მდებარე გადასახედიდან გადაიშლება ულამაზესი ხედები. მცირედით შევისვენებთ დავათვალიერებთ გარემოს და იგივე გზით დავბრუნდებით ჩვენი მოგზაურობის საწყის წერტილთან. გზად საშუალება მოგეცემათ შეისვენოთ  ნახევარი საათი და  მდინარეში იბანაოთ. ტური გრძელდება სატრანსპორტო საშუალებით  ქვათახევის მიმართულებით სადაც მოვინახულებთ ამავე სახელწოდების მამათა მონასტერს  (XII-XIII საუკუნეები) აქ ტური სრულდება და საშუალება მოგეცემათ ბუნების წიაღში მოაწყოთ პიკნიკი და დაისვენოთ.

ფოტოები
ფასი:

ტურის ტიპი

საფეხმავლო ტური

სირთულე

მარტივი

ტურის უმაღლესი წერტილი

1336 მ

ხანგრძლივობა

1 დღე

რეგიონი

შიდა ქართლი

მანქანით გასავლელი მანძილი

44 კმ

ფეხით დასაფარი მანძილი

10 კმ

სეზონი

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა

ვიდეო
Дополнительная информация

<strong>რეკომენდაციები

ტური  ტრანსპორტირებიანად მოიცავს თითქმის დილიდან საღამომდე პერიოდს. შესაბამისად საკვები და წყალი იქონიეთ მთელი დღის სამყოფი. აღიჭურვეთ მსუბუქად, მცირე ლიტრაჟობის ზურგჩანთით და მინიმალური პირადი საჭირო ნივთებით. გამოიყენეთ სალაშქრო ან მინიმუმ სპორტული ფეხსაცმელი. ასევე  გაითვალისწინეთ, ბილიკის დიდ ნაწილზე გხვდებათ ულამაზესი გამჭვირვალე მდინარე რომელიც მასში ცურვის და ბანაობის სურვილს აღგიძრვთ რისთისაც ასევე გამოყოფილი იქნება დრო და იქონიეთ საცურაო კოსტიუმები.  

ტურში შედის:
В тур не входит:

 

  • ტრანსპორტირება
  • ინგლისურ ენოვანი

 

    Услуги гида

  • ფოტო გადაღება
  • ისტორიული ძეგლების მონახულება
Необходимые предметы для тура:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​

 

  •  მცირე მოცულობის ზურგჩანთა საჭირო და მნ

 

    იშვნელოვანი ნივთებისთვის

  • წყალი 1,5 ლიტრი
  • საველე პირობებში გამოსადეგი საკვები
  • საწვიმარი ლაბადა
  • სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი
  • ლაშქრიბის და ამინდის შესაფერისი ტანისამოსი
  • Личная аптека
ტურში შედის:

 

  • ტრანსპორტირება
  • ინგლისურ ენოვანი

 

    Услуги гида

  • ფოტო გადაღება
  • ისტორიული ძეგლების მონახულება
В тур не входит:
Необходимые предметы для тура:​

 

  •  მცირე მოცულობის ზურგჩანთა საჭირო და მნ

 

    იშვნელოვანი ნივთებისთვის

  • წყალი 1,5 ლიტრი
  • საველე პირობებში გამოსადეგი საკვები
  • საწვიმარი ლაბადა
  • სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი
  • ლაშქრიბის და ამინდის შესაფერისი ტანისამოსი
  • Личная аптека
ახლომდებარე სასტუმროები
დაჯავშნა