ველოტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ტურის აღწერა

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთში, კახეთის რეგიონში. ეს ტერიტორია წარმოადგენს ნახევრად უდაბნოს და შესაბამისად ჰავა მშრალი და მკაცრია. ზაფხლში ძალიან ცხელი და ზამთარში ძალიან ცივი. ასევე შეხვდებით იშვიათი ჯიშის მცენარეებს, ქვეწარმავლებსა და ცხოველებს.  აქ მოგზაურობა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. დაბრკოლებას მხოლოდ წვიმიანი ამინდ ქმნის, რომელიც გადაადგილებას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის მასშტაბებიდან გამომდინარე  ველოტურიც საკმაოდ  დიდ მანძილზე მიმდინარეობს.  სამოგზაურო რელიეფი გრუნტის სამანქანო გზაა.

 

ჭაჭუნას აღკვეთილი.  თვალუწვდენელ პეიზაჯებზე მიმავალი გრუნტის სამანქანო გზა, რომელზეც მიმდინარტეობს ტური. ეს ადგილები ზამთრის საძოვრებია მთიდან ჩამოყვანილი ცხვრის ფარებისთვის რომლესაც ადგილობრივი ჯიშის ეგზოტიკური და უზარმაზარი ნაგაზები დარაჯობენ რომელსაც უნდა ვერიდოთ. ასევე ეგზოტიკური და წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების ადგილსამყოფელია. რაც შეეხება გზის სირთულეს უმარტივესია როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად. მხოლოდ და მხოლოდ იზღა დაგრჩენიათ დატკბეთ ველოსიპედით სეირნობით და პეიზაჟების თვალიერებით. მოვინახულებთ ივრის წყალსაცავს, დალის მთის ხედებს და ტახტითეფას ტალახის ვულკანებს.

ველოსიპედით გასავლელი მანძილი:  50 კმ

ტურის სირთულე: ტექნიკურად მარტივი, ფიზიკურად რთული

ტურის უმაღლესი წერტილი: 880 მ

 

შირაქის ველი, მიჯნისყურე. ტერიტორია რომელზეც უნდა ვიმოგზაუროთ სასაზრვროა. შესაბამისად შესვლამდე გავდივართ რეგისტრაციას სასაზღვრო პოლიციაში რის შემდეგაც ქალაქ დედოფლისწყაროდან მოშორებით 10 კილომეტრში ვიწყებთ ველოტურს შირაქის ველზე. თვალუწვდენელი ხორბლის, ჭვავის და მზესუმზირის ველები რომელთა შორის ჯერ საგზატკეცილო შემდეგ გრუნტის გზებით მის სიღრმეებში შევიჭრებით. მოგზაურობას თან ახლავს კავკასიონის მთების პეიზაჟები რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.  40 კმ_ს შემდეგ ვინაცვლებთ დაცულ ტერიტორიაზე გრუნტის მარტივ გზებზე სადაც შეხვდებით მეცხვარეების ნასოფლარებს უნიკალურ მცენარეებს და ხეებს რომელიც ხარობენ ნახევრად უდაბნოს მშრალ და მკაცრ პირობებში. ამ დღის ბოლო ეტაპი  მშრალი ქვიშიან და კლდოვან კანიონში გადის, რომელიც თავს ნამდვილ მოგზაურად გაგრძნობინებთ. ფირნიში მიჯნისყურეა მდინარე ალაზანთან რომელიც საზღვრად გასდევს საქართველოსა და აზერბაიჯანს. 

ველოსიპედით გასავლელი მანძილი:   75 კმ

ტურის სირთულე: ტექნიკურად მარტივი, ფიზიკურად საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი: 603 მ

სამუხის ველი, პანტიშარას ხეობა.  სამუხის ველი: გადაშენების პირას მყოფი უნიკალური წვრილფეხა ჩლიქოსანი ცხოველების (ქურციკების) ადგილსამყოფელი და კიდევ ერთი გამოსაზამთრებელი ადგილი ცხვრის უზარმაზარი ფარებისთვის. თქვენ გელით ველომოგზაურობა  მცირემაშტაბიან მთათა სისტემასთან რომლებსაც ალესილებს უწოდებენ. მარტივი გრუნტის სამანქანო გზა მდინარის კალაპოტს უერთდება, რომელიც გვაკავშირების პანტიშარას ხეობასთან. აღმართის დაძლევა და ეპიკურ ხეობაში შესვლა ეს არის ამ ტურის მეორე ეტაპი სადაც დაგხვდებათ მერცხლების ქალაქი, ნიჟარების უამრავი არტეფაქტი რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს რომ ადრე ეს ადგილი მთლიანად წყლით იყო დაფარული. ტურის დასასრულს გამოვემგზავრებით დედაქალაქში კომპანიის ავტოტრანსპორტით, რომელიც ამ მოგზაურობის მანძილზე სულ თქვენს შორიახლოს იქნება.  

ფოტოები
ფასი:

1,400 / ერთ ადამიანზე

ტურის ტიპი

ველოტური

სირთულე

საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი

880 მ

ხანგრძლივობა

2 დღე

რეგიონი

კახეთი

ველოსიპედით დასაფარი მანძილი

91 კმ

სეზონი

ყველა სეზონი

ვიდეო
დამატებითი ინფორმაცია

დღე 1 დახვედრა აეროპორტში და განთავსება სასტუმროში

დღე 2 ჭაჭუნას აღკვეთილში

დღე 3 შირაქის ველი, მიჯნისყურე

დღე 4 სამუხის ველი, პანტიშარას ხეობა

დღე 5 გამგზავრება აეროპორტში

გამოცდილება

გამომდინარე მისი მასშტაბებისა როგორც ავღნიშნეთ, ველოტურიც საკმაოდ დიდ მანძილზე მიმდინარეობს. აქ მოგიწევთ როგორც უსწორმასწორე გზებზე დაშვება ასევე ქვიშიანი გორაკების დაძლევა. მოგიწევთ გადასეროთ თვალუწვდენელი ველები და ეს ყველაფერი მშრალი ჰავის პირობებში . აქედან გამომდინარე  ველო მოგზაური  მეტწილად მზად უნდა იყოს ფიზიკურად მომზადებული, ვიდრე ტექნიკური გზების დასალაშქრად.

ტურისთვის შესაფერისი ველოსიპედის ტიპები  : MTB XC GRAVEL BIKE

სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი

ტურში შედის:
ტურში არ შედის:
  • ტრანსპორტირება
  • ველოსიპედით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა
  • გიდის მომსახურება
  • დაცული ტერიტორიებზე შესვლის საფასური
  • კვება
  • დამატებითი აღჭურვილობა
  • დამატებითი აქტივობები
  • სასტუმრო
ტურისთვის საჭირო ნივთები:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 2
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
ტურში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • ველოსიპედით უზრუნველყოფა
  • დამცავი აღჭურვილობა
  • გიდის მომსახურება
  • დაცული ტერიტორიებზე შესვლის საფასური
ტურში არ შედის:
  • კვება
  • დამატებითი აღჭურვილობა
  • დამატებითი აქტივობები
  • სასტუმრო
ტურისთვის საჭირო ნივთები:​
  • ველოსიპედი
  • ჩაფხუტი
  • შესაფერისი სამოსი მთიანი რეგიონისთვის
  • სათვალე
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საწვიმარი ლაბადა
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 2
ახლომდებარე სასტუმროები
დაჯავშნა