Search
Close this search box.

ADVENTURE

გამარჯობა, რის მოყოლასაც ვიწყებთ ქვენთვის მსგავსი ამბები მხოლოდ სასიამოვნო მოსასმენია თუ სრულფასოვნად გადმოსცემ. მაგრამ გაგვიჭირდება. ის რაც თავს გადაგვხდა ძნელია სრულფასოვნად გადმოსცე, რადგან ასეთი თავგადასავალი თუ საკუთარ თავზე არ გამოგიცდია ალბათ ვერასდროს გაიგებ რა ხდება მაშინ, როცა საქმე შენი და შენი მეგობრების სიცოცხლეს ეხება, როცა ოჯახის წევრებთან გიწევს დარეკვა და თქმა, რომ სახლში ვერ დაბრუნდები, როდესაც უკანასკენელი ძალები გამოგელევა და სასოწარკვეთილებამდე სულ ცოტა გიკლია.

7 თებერვლის დილას ჩვენი ავტომობილი გზას მიიკვლევდა მოღუშული და ნისლიანი დიდგორისკენ. მის შიგნით კი მხიარულად და უდერდელად იმზირებოდა ოთხი მოგზაური რომელიც თქვენთვის ახალი #ველოტურის დასაგეგმად ემზადებოდა და სულ არ ფიქრობდა მოსალოდნელ დიდ თავგადასავალზე რაც წინ ელოდათ.

დაახლოებით 25 კმს გავლა იგეგმებოდა და ეს მანძილი არცერთისთვის არ წარმოადგენდა სირთულეს რამაც თავიდანვე შეგვიყვანა შეცდომაში და საკმაოდ მოუმზადებლები წავედით. საკვები მინიმალური, სამოსი მინიმალური გამოსაცვლელის გარეშე, ცეცხლის დასანთები მასალა მინიმალური, არცეთს ტელეფონის დამატებითი დამტენი. რატომღაც ყველას თითქმის დამჯდარი ტელეფონები. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან მოუმზადებლები ველური პირობებისთვის. მხოლოდ კარგი განწყობა, ველო აღჭურვილობა და ენერგია გვახლდა თან. ხოდა ჩვენც დავიწყეთ მოგზაურობა დიადი დიდგორიდან და შევერიეთ ნისლიან ტყეს. მივიკვლევდით გზას ისევ უდარდელად. დაწყებისთანავე დაიწყო პრობლემები. ერთერთი ჩვენგანის ველოსიპედს უმტყუნა სამუხრუჭე სისტემამ, რამაც ცოტა შეაფერხა მსვლელობა, მაგრამ მაინც წინ მივიწევდით.

დაახლოებ ტურის ერთი მესამედის გავლის შემდეგ მცირედით შევისვენეთ მიტოვებულ მეცხვარეეების თავშესაფართან, რომელიც შეფენილი იყო იქ სადაც ალპური და ფოთლოვანი ბუნების საზღვრის სარტყელი გადის. ვისვენებდით და თან ვტკბებოდით ხედებით თვალს ვავლებდით ხეობას რომელსაც უნდა ჩავყოლოდით და არ ვიცოდით რა გველოდა წინ.

დავეშვით ხეობისკენ რომელიც გველოდებოდა ჩასაყლაპად და ჩვენ ისევ არხეინად მივიკვლევდით გზას, რომელიც ნელნელა ქრებოდა და ფრაგმენტულადღა გვხვდებოდა. ასე გვიტყუებდა უღრან ტყეში სადაც ალბათ ადგილობრივ ნადირსაც უჭირს გზის გაკვლევა. გზა ქრებოდა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარული ადამიანები გზის გამოჩენის იმედით ისევ წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ გზა ძველმა თოვლმა შეცვალა, რომელზეც დათვის ნაკვალევი მიუყვებოდა და ჩვენსც მას მივუყვებოდით იმის იმედით რომ გზის კვალი ისევ გამოჩნდებოდა. ამასობაში ძალიან ღრმად აღმოვჩნდით რთულად გასაკვალ ტყეში.

რატომ არ გამოვბრნდით უკან? ზუსტი პასუხი არ გვაქვს ალბათ ისევ იმის იმედით რომ გზას აღმოვაჩენდით? უკან მიბრუნებას და ასვლას იმ თავშესფრამდე მოვახერხებდით და ღამე სიცივის გვეშინოდა? არვიცით ზუსტად რატომ მივდიოდით ისევ წინ. გავჩერდით საბოლოოდ და დავიწყეთ მსჯელობა რა გვექნა, საით წავსულიყავით და ისევ წინ ისევ ხეობისკენ დავეშვით უკვე პირდაპირ მკვეთრ დაღმართზე რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ყველაზე რთულ მდინარის კალაპოტამდე. გარშემო უზარმაზარი ქვები, გაუვალი ძეძვები, ხრამები, კლდეებს შორის ჩანჩქერები და რაც ყველაზე შემაშფოთებელი იყო დიდი გამოქვაბულები, რომლებსაც აშკარად უნდა ყოლოდათ პატრონი და შეიძლება იმწუთასაც იქ, შიგნით. მისტიური შემაშფოთებელი გარემო იყო, მაგრამ ჩვენ ისევ მხნედ მივიწევდით. პირველი სწორი გადაწყვეტილება იმ დღეს! მივხვდით რომ საბოლოოდ დავიკარგეთ და საღამოს დაახლოებით 18:00 სთზე განვახორციელეთ ზარი 112_ში, რათა სამაშველო სამსახურს დაეწყო სამძებრო ოპერაცია. ამ დროისთვის ჩვენ უკვე შეგვეტყო დაღლა და შფოთვა. ისევ მსჯელობა და გადაწყდა მდინარეს მივყოლოდით. ისევ ზარი სამაშველოსთან. ავუხსენით რომ ვიმოძრავებდით მდინარის გასწვრივ და ეჩქარათ რადგან უკვე ბინდდებოდა და ჩვენ დაღლილები, ფეხებდასველებული ბევრს ვეღარ შევძლებდით.

ყოველ 100 მეტრში დაახლოებით რომლის გავლასაც ველოსიპედის თრევით 15 წუთი უნდებოდით იმდენჯერ მოგვიწია ამ საშინელი კალაპოტის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა, იმდენად რთულდებოდა ყოველ ჯერზე რომ საბოლოოდ ველოსიპედებს უკვე ვაცურებდით 15_20 მეტრის სიმაღლიდან . უკვე მივუახლოვდით კრიტიკული ძალების საზღვარს, რომელიც დაგვეკარგა აღარ შეიძლებოდა. ემოციური ფონი იზრდებოდა და ჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს შორის გაიყო აზრები ისევ ემოციების ფონზე, მაგრამ ამ აზრებსაც მალე ვიცვლიდით არ ვიცოდით რა აჯობებდა. გავჩერებულიყავით და დავლოდებოდით როდის გვიპოვიდნენ, დაგვეტოვა ველოსიპედები და შედარებით სწრაფად გვევლო, თუ ისევ ასე გაჭირვებით გვევლო ველოსიპედებითურთ. ისევ ზარი და უკვე აღელვებული ტონით ოპერატორთან რომ ბნელდებოდა ეჩქარათ რადგან უკვე ძალიან ციოდა. საშინლად დავიღალეთ, უკვე გვეფიქრებოდა მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებზე რომელიც რეალური ხდებოდა მითუმეტეს მას შემდეგ რაც გამოქვაბულს 3-4 მეტრზე გაჭირვებით ჩამოვუარეთ საიდანაც თითქოს ღრენის თუ არვიცი რის მარა ხმა შემოგვესმა მე და ტუცის. ისევ წინ ველოსიპედებითურთ და ამასობაში ჩამობნელდა. ისევ აზრების გაყოფა ისევ აღელვებული საუბარი იმის შესახებ რომ აქ უკვე ჩვენს სიცოცხლეს ნამდვილად ექმნებოდა საფრთხე და ველოსიპედებს უნდა შევლეოდით. კიდევ მივიკვლევდით ამ ყველაფრის ფონზე გზას მაგრამ ყველა მივხვდით რომ ასე გზას ვეღარ გავაგრძელებდით!!! ხოდა საბოლოოდ შეველიეთ ველოსიპედებს, სიბნელეში ერთად შევაგროვეთ ჩვენი აზრით გამოსაჩენ ადგილზე უზარმაზარი კლდის ძირში იმის იმედით რომ ოდესმე მოვაკითხავდით და წავიყვანდით ჩვენს რკინის საყვარელ რაშებს შინ. ასე დავტოვეთ ეულად უღრან ტყეში და განვაგრძეთ სვლა წყვდიადში.

იმდენად იზრდებოდა ემოციური ფონი რომ დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ ისევ გავჩერდით და ისევ აგვერია აზრები ისევ ჩამოვარდა მსჯელობა როგორ მოვქცეულიყავით ხომ არ ჯობდა გაჩერება და ცეცხლის ანთება.უცბათ ჩვენს წინ აღიმართა უზარმაზარ ქვაზე გადმოწოლილი კიდევ უფრო უზარმაზარი ლოდი, რომელიც ქმნიდა თავშესაფარს რამაც თავიდან დაგვაფრთხო ისევ გამოქვაბული გვეგონა, მაგრამ უბრალოდ თავშესაფარი აღმოჩნდა. ამან კიდევ შეგვიცვალა აზრი. რომ ვერ მოეგნოთ ეს გამოდგებოდა წვიმისგან და თოვლისგან თავშესაფარად, მაგარმ ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდა თითქოს სადაცაა ჩამოწვება და თუ გაჩერდები გაგჭყლეტავსო. თითქოს ხაფანგი იყო ტყეში დაკარგულებისთვის. მის წინაც მასიური ქვა იყო ახლა მასზე ავედით აქ დავანთოთ ცეცხლი და დაგვინახავენო, მაგრამ იქ ცივი ქარი უბერავდა ცეცხლის დანთების შანსსაც აქრობდა. ჩამოვედით და ისევ იჭარბა ემოციებმა. ამ დროს ჩვენმა მონაწილემ სხვათაშორის ერთადერთმა გოგონამ ტუტსიმ შემოგვთავაზა ერთმანეთს ჩავხუტებოდთ და გაგვემხნევებინა ერთმანეთი. ეს მაშინ ნამდვილად საჭირო იყო IMG_256ამ ქცევამ ყველას მხნეობა შეგვმატა გაგვაერთიანა. ვთქვით რომ რაც არ უნდა მომხდარიყო რამეს ვიზავდით და ყოჩაღად დაგვეწყო ცეცხლის დანთება. დავიწყეთ ფიჩხის შეგროვება და დანთება. ამ ხეობას ალბათ მზე ნახევარი საათით თუ ადგება და ისიც ალბათ ვერ აღწევს ვერასდროს მიწამდე ამ დაბურულ ტყეში . ყველაფერი ნესტიანი აღმოჩნდა. უამრავი მცდელობა ცეხლის გაღვივების უშედეგოდ მთავრდებოდა. ყველაზე წვრილმან ტოტებსაც კი არ ეკიდებოდა და უკვე ძალიან გვციოდა. დავშტერებოდით ოდნავ წამონთებულ ალს და ვემუდარებოდით რომ არ ჩამქვრალიყო და ისევ სიბნელე….. მოდი ავიდეთ იმ ლოდის ქვეშ გავათიოთ ღამე გაისმა აზრი და ყველა დავეთანხმეთ. რა აზრი ქონდა? სიცივეში მოკვდები თუ ლოდი გაგჭყლიტავს IMG_257წამოვიშალეთ გავაქრეთ საცოდავი ნაპერწკლები და მოგვესმა რაღაც გაურკვეველი ხმა რომელიც ცეცხლის დანთების დაწყებისასაც თითქოს ჩაგვესმა. ტელეფონი ხომ ძლივს იჭერდა ხმა სულ წყდებოდა და თან უკანასკნელ პროცენტებს ვხარჯავდით ჩვენებთან და მაშველებთან კონტაქტით რომ კარგად ვართ ჯერ და არ ენერვიულათ, მაშველებს კი ეჩქარათ და ეხმაურათ. ხოოოოდა ეს ხმა შემოგვესმა უფრო ხმამაღლა რაღაც სირენის ხმა. უკვე აშკარად! თითქოს რღაც სინათლეებმაც გაიელვეს შორეულ ხეებს შორის. მგონი გვიპოვეს ბიჭოო და ყველანი გავირინდეთ. რამდენიმე წამი გავიდა და ხმა უკვე აშკარად შემოგვესმა! ერთდროულად ავტეხეთ ყვირილი. ბანიც გაისმა და სინათლეებიც გამოჩნდა უკვე აშკარად სადღაც შორიახლოს. სამი სინათლის წერტილი გამოჩნდა. სამი მაშველი რომელიც ფეხით მოიკვლევდა ამ გაუვალ ხეობას. მათმა გამოჩენამ უზარმაზარი მხნეობა სიხარული და ძალა შეგვმატა. იმდენად დიდი ძალა რომ არაქათ გამოცლილებმა ველოსიპედებთან მიბრუნება და წამოღება გადავწყვიტეთ. ასეც მოვიქეცით რაშიც ჩვენი ძვირფასი მაშველებიც მოგვეხმარნენ. როდესაც მოვიდნენ და გავეცანით ერთმანეთს გვითხრეს, რომ იმდენად რთული და დიდი გზა ქონდათ გამოვლილი, განიხილავდნენ თუ ვერ ვივლიდით იმ ღამეს იქ სადმე ტყეში გავათევდით ისევ. ჩვენ ისე გვიხაროდა, რომ არ მგონია რომელიმეს, ისევ შიში ქონოდა იქ აწი ღამის გათენების. ხოდა დავიწყეთ სვლა დიდი ვაივაგლახით მაგრამ დიდი მოტივაციით. ადამიანს იმედი რო გაგიჩნდება ძალაც გეძლევა და ორმაგი შემართებით დავადექით გზას, რომელიც კიდევ 4 საათი გაგრძელდა და აღარ მოგიყვებით რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი რადგან ჩვენ უფრო მეტნი ვიყავით და აღარ გვეშინოდა გაყინვის ან ნადირის უკუნეთში! სათვალავი აგვერია რამდენჯერ გადავლახეთ კიდევ ეს საშინელი მდინარე კალაპოტი, რამდენად ექსტრემალურ გზებზე გავიარეთ, როგორ გაჭირვებით ვადგავდით ნაბიჯებს. ჩვენი შვიდ საათიანი გაუსაძლისი მსვლელობის შემდეგ დავაღწიეთ ამ ხეობას თავი.

გვინდა ავღნიშნოთ ის დამოკიდებულება რაც ერთმანეთის მიმართ შევინარჩუნეთ ამ სტრესულ გარემოში. მიუხედავად მცირეოდენი კამათისებისა და აზრთა სხვადასხვაობისა მოვახერხეთ და მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნეთ, არც ერთმანეთს არ ვაწყენინეთ! აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ და უზარმაზარი მადლობა გადავუხადოთ მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გიორგი კაპანაძეს, ზაზა გელიაშვილს, გოგიტა ქუთათელაძეს და გოგა ებიტაშვილს . ასევე სოფელ ხეკორძის მკვიდრ ოჯახს მეუღლეებს ნიკო ობგაიძეს და ლია ასათიანს რომლებმაც ჯერ ჩვენი მძღოლი შეიფარეს ღამის 2 საათამდე და მერე ჩვენ მიგვიღეს მაშველებითურთ IMG_258რომლებმაც დაგვაპურეს გაგვათბეს და ამდენ ხალხს დარჩენაც კი შემოგვთავაზეს მთელი გული და სულით! ეს ბრილიანტებია საქართველო, ეს მაშველები და ეს ოჯახი. ეს ბრილიანტები ვართ ჩვენ ყველა თუ ერთმანეთს ასე ბოლომდე გვერდში დავუდგებით და არსად არ მივატოვებთ. ეს იყო პირველი და ნამდვილი გამოცდა ჩვენთვის, დაუვიწყარი თავგადასავალი და ჭკუის სასწავლებელი. გირჩევთ მეგობრულად. არასოდეს მიუდგეთ მოგზაურობას ასე არასერიოზულად! მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის. IMG_259

Similar posts

Travel to Racha Georgia – მოგზაურობა რაჭაში
25 July
28 August

გააზიარე:

Facebook
WhatsApp
Telegram
LinkedIn
Email
სასტუმროები რეგიონში