რაჭა. 2 დღიანი მოგზაურობა სამოთხეში

Travel to Racha Georgia – მოგზაურობა რაჭაში

რაჭაზე ალბათ ყველას გვსმენია რაღაც. ქართული ფილმი ‘რაჭა ჩემი სიყვარული” ხომ ყველა ქართველს გვაქ ნანახი და დიახ რაჭა ნამდვილად არის ჩემი სიყვარული.

Travel to Racha Georgia - მოგზაურობა რაჭაში


22 ივლისს Georgian Extreme ways – ის გუნდმა გადავწყვიტეთ რაჭაში წასვლა.

მთავარი მიზანი ველოტურის დაგეგმვა იყო, ამიტოტ წავიღეთ ველოსიპედები და გავემართეთ რაჭისკენ.
მარშუტი წინასწარ იყო შედგენილი. შქმერიდან მთის ბილიკებით უნდა გადავსულიყავით ჯერ სამთისში და შემდეგ ბაჯიხევში.
ჩვენი მოგზაურობაც სწრედ შქმერიდან დაიწყო, ხიხათის უხელტეხილიდან ჩავედით შქმერში.

სოფელში უცხო მანქანის გამოჩენა ყველამ შეამჩნია და გზაზე ხან პატარა ბავშვები გამოგვეგებნენ, ხანაც უფროსები. აქ ადგილობრივებს ჩვენთვის საინტერესო ბილიკის შესახებ ინფორმაცია ვკითხეთ. ეს იყო პირველი კონტაქტი.

ერთ-ერთი ბილიკი უკვე გაუკაცრიელებული იყო, როგორც გვითხრეს იქ უკვე 20 წელია არავის გაევლო, ამიტომ გადავწყვიტეთ მეორე ბილიკამდე მისასვლელი გზა გვეპოვნა.

როდესაც ბილიკი ვნახეთ და უკვე მოსაღამოვებულს მთიდან ვბრუნდებიდით, დაბლა, წყაროსთან სწორედ ეს ადგილობრივები დაგვხვდნენ და გაგვიმასოინძლდნენ მთელი საღამო მღეროდნენ და ლექსებს კითხულობდნენ.

როდესაც ვთხოვედ რომ ადგილი ერჩიათ კარვის გასაშლელად, სათითაოდ ყველამ სახლში დაგვპატიჟა. ჩვენ მაინც კარვებში ვარჩიეთ ძილი, რადგან ადრიანად უნდა გავსულიყავით. დაბანაკებულს ღამის 12 სთზე მოგვაკითხეს კიდეც, რამე ხომ არ გჭირდებათო. თუ დაგჭირდებით გაგვაღვიძეთ ნებისმიერ დროს.

Travel to Racha Georgia - მოგზაურობა რაჭაში

რაჭა Racha

მზე უკვე ამოწვერილი იყო, რომ წამოვდექით და ვისაუზმეთ.

დაახლოებით 15 წუთში გადავწყვიტეთ ბანაკის აშლა და სწორედ ამ დროს საშინელი წვიმა წამოვიდა. 20 წუთიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, სწრაფად ავშალეთ კარვები და გავუდექით გზას ბილიკისკენ. ის მთა, სადაც უნდა გაგვევლო ველოსიპედებით, ღრუბლებს სულ ჩაეშავებინა ძლიერი წვიმის გამო აღარ ღირდა ამ ბილიკის გავლა. ამიტობ ერთბაშად შევთანხმდით მარშუტის ცვლილებაზე.

ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით შოვისკენ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ონში ბენზინ გასამართ სადგურზე გავჩერდით. აქ უსაყვარლესი ბაბუა მოვიდა გვკითხა საით მივდიოდით და დავიმგზავრეთ უწერამდე, მან საინტერესო ისტორია მოგვიყვა რაჭას და რაჭველებზე. როდესაც ჩვენს აღფრთოვანებას გამოვხატავდით რაჭველების მიმართ ცრემლი ადგებოდა თვალებზე. უწერაში ნომრები გავცვალეთ და დაგვემშვიდობა, როცა ჩამოხვალთ აუცილებლად მესტუმრეთო.

შოვიც მოვინახულეთ და შემდეგ ღებისკენ გავემართეთ.

ამ დღეს პატარა ღებში დავბანაკდით, სოფლის მაღლა ფერდზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა და ღებსა და რაჭის კავკასიონზე.

Travel to Racha Georgia - მოგზაურობა რაჭაში

დილით, როცა ბანაკი ავშალეთ და სოფელში ჩამოვედით ხალხი უკვე გამოშლილიყო, ტრანსპორტს ელოდებოდნენ სამსახურში წასასვლელად. გაუხარდათ ჩვენი ნახვა, ბავშვებმა ველოსიპედებითაც გაიკატავეს.

ადგილობრივებმა ჩაისა და ყავაზე დაგვპატიჟეს, დიდი მადლობა გადავუხადეთ, რადგან დილით ვისაუზმეთ ღების ხედებზე და პირობა დაგვადებინეს რომ შემდეგ ვიზიტზე მათთან სახლში მივიდოდით.

ღებში ადგილიბრივებთან დავტოვეთ მანქანა და ველოსიოედით გადავედით თევრეოში სადაც თავსხმა წვიმამ მოგვისწრო.

აქ პატარა სამოთხეში მაცხოვრებელ ნანასა და ილოს შევხვდით, წვიმის დროს თავი შევაფარეთ მათთან, აქ იმაზე ზღაპრული გარემო აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდით. სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს, გაგვიმასოინძლდნენ ტკბილეულითა და ცხელი სასმლით. ერთმანეთს გავუზიარეთ გეგმები, ისტორიები, გავცვალეთ ამბები და წვიმის გადაღების შემდეგ დავემშვიდობეთ.

საბოლოოდ ულამაზესი ტური დავგეგმეთ რაჭის სოფლებში, რათა თქვენც გაიცნოთ რაჭა, შეხვდეთ ყველაზე თბილ ხალხს და დაბრუნდეთ საოცარი შთაბეჭდილებებით.
ბედნიერი ვარ რომ წილად მხვდა რაჭველებთან შეხვედრა.
რაჭველების სითბომ და სიყვარულმა ,სიცივე და უამინდობა დაგვავიწყა და გულები გაგვითბო.
რაჭა ნამდვილად სიყვარულის მხარეა.


მსგავსი პოსტები

Travel to Racha Georgia – მოგზაურობა რაჭაში
25 ივლისი
28 აგვისტო

გააზიარე:

Facebook
WhatsApp
Telegram
LinkedIn
Email
სასტუმროები რეგიონში