საცხენოსნო ტური თავკავთაში

ტურის აღწერა
თუ გიყვართ ველურ ბუნებაში ცხენით მოგზაურობა მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისა. ტური გრძელდება ერთ სრულ დღეს და მოიცავს მოგზაურობის ყველა ასპექტს. საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში ულამაზეს ფოთლოვან ტყეში ფართო გრუნტის უსაფრთხო გზაზე ცხენით მოგზაურობა ბევრი მხედარისთვის სანატრელი სიამოვნებაა. გზას მიუძღვებიან მთები და სალი კლდეები რომელიც საოცარ ატმოსფეროს ქმნის მოგზაურისთვის. ამ მოგზაურობაში თავისუფლად შეძლებს უამრავ მონაკვეთზე  ცხენის აჩქარებას და სრული სიამოვნების მიღებას ჯირითსგან. მოგიწევთ მდინარე კავთურის შენაკადების გადალახვა და ციცაბო აღმართ-დაღმართების დალაშქვრა. ამ ტურის სრულად გავლა კარგ ამინდზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში  მონაწილეები მხოლო 70 პროცენტს გაივლიან.  ტურის უმაღლეს წერტილზე მთის წვერზე მდებარეობს საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ძეგლი თავკავთის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია რომელიც XIII საუკუნით თარიღდება და შემოსაზღვრულია გალავნით. აქედან იშლება ულამაზესი ხედები მდინარე კავთურის ხეობის. ეს ტური მოგზაურს შესძენს დიდ გამოცდილებას და მთაში ცხენით  მოგზაურობისთვის საჭირო თვისებებს. ტურს უხელმძღვანელებს გამოცდილი გამყოლი ინსტრუქტორი რომელიც იზრუნებს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე.

 

ტურის განრიგი

გრაფიკი მოცემულია დაახლოებით, რადგან  მაინც დამოკიდებულია ჯგუფის გადაადგილების სიჩქარეზე.

11:00 სთ სოფელი წინარეხი

12:00 სთ მაღალაანთ კოშკების კომპლექსი

13:30 სთ მეცხვარეთა სოფელი პარატისი

15:00 სთ სოფელი ბოტისი

16:00 სთ თავკავთის მონასტერი და დიდი შესვენება

19:00 სთ ტურის საწყის წერტილზე დაბრუნება (სოფელი წინარეხი)

 

გამოცდილება

ამ ტურში უმჯობესია მხედარს (მოგზაურს) ქონდეს მინიმალური  გამოცდილება ცხენზე ჯდომის და მისი მართვის, მაგრამ თუ მონაწილე გამოუცდელია, ამ  შემეთხვევაში მთავარია არ გააჩნდეს ცხენზე ჯდომის შიში რომელიც აფრთხობს ცხენს და ქმნის  საფრთხეს დაზიანების. აუცილებელია სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.

 

 

ფოტოები
ფასი:

220 / ერთ ადამიანზე

ტურის ტიპი

ცხენებით

სირთულე

საშუალო

ტურის უმაღლესი წერტილი

1680 მ

ხანგრძლივობა

1 დღე

რეგიონი

შიდა ქართლი

მანქანით გასავლელი მანძილი

45 კმ

ფეხით დასაფარი მანძილი

400 მეტრი

ცხენით სამოგზაურო მანძილი

27 კმ

სეზონი

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ვიდეო
დამატებითი ინფორმაცია

რეკომენდაციები

მნიშვნელოვანია ცხენზე ჯდომის მინიმალური გამოცდილება. ასევე მნიშნელოვანია გათვალისწინებული გქონდეთ რომ ეს ტური მოიცავს თითქმის სრულ დღეს და ნუ დაგეგმავთ რაიმე მნიშვნელოვანს ამ დღეს. იქონიეთ ცხენებისთვის საყვარელი სასუსნავი რაც მათთან თქვენს კავშირს და სიახლოვეს გააუმჯობესებს. მზად იყავით ტყეში უსწორმასწორო გზებზე სამოგზაუროდ. იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ყველა მითითება რომელსაც ინსტრუქტორი გაგაცნობთ, ეს თქვენს უსაფრთხოებას განამტკიცებს. 

 

 

 

ტურში შედის:
ტურში არ შედის:

 

  • ცხენები
  • ინსტრუქტაჟი
  • გამყოლის მომსახურება
  • დამცავი ჩაფხუტი
  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • დამატებითი  სათავგადასავლო შეთავაზებები და ატრაქციები
  • მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
ტურისთვის საჭირო ნივთები:​
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 2 მონაწილე
  • საკვები
  • წყალი
  •  ტანისამოსი (შესაბამისი სეზონის მიხედვით)
  • სათვალე
  • მინი აფთიაქი
ტურში შედის:

 

  • ცხენები
  • ინსტრუქტაჟი
  • გამყოლის მომსახურება
  • დამცავი ჩაფხუტი
ტურში არ შედის:
  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • დამატებითი  სათავგადასავლო შეთავაზებები და ატრაქციები
  • მუზეუმის და პარკების ბილეთების საფასური
ტურისთვის საჭირო ნივთები:​
  • საკვები
  • წყალი
  •  ტანისამოსი (შესაბამისი სეზონის მიხედვით)
  • სათვალე
  • მინი აფთიაქი
მონაწილეების მინ. რაოდენობა:​ 2 მონაწილე
ახლომდებარე სასტუმროები
დაჯავშნა