Search
Close this search box.

ველოსიპედის მართვის შემსწავლელი კურსი

Description of the event

თუ ამ დრომდე ვერ მართავ ველოსიპედს და გსურს, რომ თქვენი ცხოვრება მეტად აქტიური და სასიამოვნო გახდეს Georgian Extreme Ways გუნდი გთავაზობთ ველოსიპედის მართვის შემსწავლელ საბაზისო კურსს. კურსი მოიცავს ხუთ გაკვეთილს, სადაც თქვენ შეძლებთ შეისწავლოდ და შეითვისოთ ველოსიპედის მართვის უნარები. კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სხვადასხვა რელიეფზე და ქალაქის პირობებში მარტივად გადაადგილებას. მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად და  ინდივიდუალურად.  თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ სრული კურსი ან  შეიძინოთ მეცადინეობების სასურველი რაოდენობა.  კურსის დასრულების შემდეგ თქვენ თავისუფლად შეძლებთ შემოუერთდეთ ჩვენს ველოტურებს, რომელსაც ჩვენი გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მართავს.

მეცადინეობები ჩატარდე ოლიმპიური აუზის მიმდებარედ და წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო პავილიონების ტერიტორიაზე.

კურსის ღირებულება 150 ₾

ერთი მეცადინეობის ღირებულება 35 ₾

ფასში შედის ველოსიპედით უზრუნველყოფა და დამცავი ჩაფხუტი.

კურსის აღწერა

  • პირველი გაკვეთილი: მოიცავს ველოსიპედით დამოუკიდებლად გადაადგილებას და  მუხრუჭების უსაფრთხო გამოყენებას.
  • მეორე გაკვეთილი: დაბრკოლებების გვერდის არიდება მოკლე მანძილებში და  ასევე მოკლე მანძილში მოხვევის ტექნიკის შესწავლა.
  • მესამე გაკვეთილი: ველოსიპედის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა, გამოყენება სხვადასხვა რელიეფზე გადასაადგილებლად.
  • მეოთხე გაკვეთილი: აღმართის დაძლევა და დაშვება უსაფრთხოდ.
  • მეხუთე გაკვეთილი: მოიცავს გრუნტის გზაზე გადაადგილებას სადაც საშუალება მოგეცემათ ასევე ყველა ზემოთ აღნიშნული გაკვეთილზე ნასწავლი პრაქტიკაში მთის პირობებში განიმტკიცოთ.
PRICE

30 PER PERSON

The includes:

start date

17 June, 00:00

Completion date

31 December, 00:00

VIDEO
share
Facebook
WhatsApp
Telegram
LinkedIn
Email
RESERVATION